# BUSINESS REALITY - სრული ტექსტი / full site text Source: https://businessreality.cc/ Language: Georgian (ka-GE). Service: investigative business diagnosis and transformation by David Kikvadze (დავით კიკვაძე), Tbilisi, Georgia. This file is a plain-text extraction of the published one-page site, provided for LLMs and answer engines. It contains no additional claims. --- შენი ბიზნესი შეიძლება სულ სხვანაირად მუშაობდეს, ვიდრე შენ გგონია. ვსწავლობ, როგორ მუშაობს რეალურად შენი გაყიდვები, მარკეტინგი და მენეჯმენტი - არა ანგარიშებიდან, არამედ რეალური პროცესიდან. დაიწყე დიაგნოსტიკა FIELD / 001 41.71°N 44.79°E · OBSERVATION SECTION I / REALITY ყველა კომპანიას თავისი რეალობის რამდენიმე ვერსია აქვს. 01 INTENDED რას ფიქრობს დამფუძნებელი. როგორ უნდა მუშაობდეს კომპანია. 02 DESCRIBED რას აღწერს მენეჯმენტი. როგორ არის პროცესი მოწყობილი მათი თვალით. 03 OBSERVED რას განიცდის გუნდი ყოველდღიურად. სად იკარგება დრო, ინფორმაცია და შესაძლებლობა. 04 MEASURED და ბოლოს, რა ხდება რეალურად. რას აჩვენებს მონაცემი. სწორედ ამ განსხვავებებში იმალება პრობლემების დიდი ნაწილი. FIELD / 002 INTERVIEW · UNSCRIPTED SECTION II / APPROACH არ ვეძებ, ვინ არის დამნაშავე. ვეძებ მიზეზს, რატომ მუშაობს სისტემა ისე, როგორც მუშაობს. თანამშრომელთან საუბრისას არ ვეკითხები რას აკეთებს ცუდად. ვკითხულობ: 01 რას აკეთებს. 02 როგორ აკეთებს. 03 რა ხდება შემდეგ. 04 ვის გადასცემს. 05 რას ელოდება. 06 სად იღებს ინფორმაციას. 07 რა ხდება, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. შემდეგ მის მიერ აღწერილ პროცესს რეალობას ვადარებ. PRINCIPLE მე ვიკვლევ პროცესს და არა ადამიანს. SECTIONS 01-03 / SCOPE სამი მიმართულება. ერთი სისტემა. 01 გაყიდვები 02 მარკეტინგი 03 მენეჯმენტი CHAPTER 01 / SALES გაყიდვები ვაკვირდები გაყიდვების სრულ გზას პირველი ინტერესიდან საბოლოო შედეგამდე. 01 LEAD როგორ შემოდის ლიდი. 02 RESPONSE რამდენად სწრაფად პასუხობს. 03 QUALIFICATION როგორ ხდება კვალიფიკაცია. 04 FOLLOW-UP როგორ ხდება follow-up. 05 SALE რატომ იკარგება გაყიდვები. ↯ - წერტილები, სადაც ინფორმაცია იკარგება ვინ იღებს ლიდს. როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა. როგორ მუშაობს pipeline. რას ხედავს მენეჯერი. და რამდენად შეესაბამება ეს იმას, რაც კომპანიას ჰგონია, რომ ხდება. CHAPTER 02 / MARKETING · EVIDENCE LAB მარკეტინგი მარკეტინგის შეფასებას კითხვებით არ ვიწყებ. ჯერ ფაქტებს ვაგროვებ. E-01 AD DATA რეკლამები, ხარჯები და შედეგები E-02 SEO ორგანული ხილვადობა E-03 WEBSITE ვებსაიტი და conversion path E-04 LEADS ლიდების წყაროები E-05 ATTRIBUTION ატრიბუცია E-06 CRM CRM მონაცემები 01 CLAIM 02 EVIDENCE 03 VALIDATION შემდეგ ვსვამ კითხვებს. არა იმისთვის, რომ ვინმეს დავუმტკიცო, რომ ცდება - იმისთვის, რომ ერთმანეთთან შევადარო ნათქვამი და რეალური შედეგი. იცის თუ არა კომპანიამ, რეალურად რა მოაქვს მის მარკეტინგს? CHAPTER 03 / MANAGEMENT მენეჯმენტი კარგი გუნდი ცუდ სისტემაში დიდხანს ეფექტურად ვერ იმუშავებს. მენეჯმენტს სისტემად ვიკვლევ, და არა ხასიათად. 01 RESPONSIBILITY 02 DIRECTION 03 FEEDBACK 04 DECISION 05 ACCOUNTABILITY როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა. როგორ აძლევენ მიმართულებას გუნდს. როგორ კონტროლდება შესრულება. როგორ ხდება უკუკავშირი. როგორ სწავლობენ და ვითარდებიან თანამშრომლები. როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორ მოძრაობს ინფორმაცია. რას ხედავს ხელმძღვანელი და რას ვერ ხედავს. არსებობს თუ არა რეალური accountability. რამდენად არის გუნდი დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე. მენეჯერი მართავს სისტემას თუ მთელი დღე ხანძრებს აქრობს? SECTION V / CONNECTIONS პრობლემა ხშირად დეპარტამენტში საერთოდ არ არის. MARKETING NODE 01 GAP - ლიდი მოვიდა, პასუხი დაგვიანდა SALES NODE 02 GAP - შედეგი მხოლოდ თვის ბოლოს ჩანს MANAGEMENT NODE 03 მარკეტინგმა შეიძლება მოიყვანოს ლიდი. გაყიდვებმა ვერ უპასუხოს დროულად. Sales-მა თქვას, რომ ლიდები ცუდია. Marketing-მა თქვას, რომ გაყიდვების გუნდი ვერ მუშაობს. მენეჯმენტმა კი თვის ბოლოს მხოლოდ საბოლოო შედეგი ნახოს. სამივე დეპარტამენტი შეიძლება თავის საქმეს აკეთებდეს. და სისტემა მაინც არ მუშაობდეს. SECTION IX / REALITY GAP დოკუმენტში დაწერილი პროცესი ყოველთვის არ არის რეალური პროცესი. რაც უფრო დიდია სხვაობა ამ ოთხ სურათს შორის, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ კომპანიაში არსებობს პრობლემა, რომელიც ყოველდღიურობამ უკვე ნორმად აქცია. INTENDED LAYER 01 როგორ უნდა მუშაობდეს. DESCRIBED LAYER 02 როგორ ამბობს გუნდი, რომ მუშაობს. OBSERVED LAYER 03 როგორ მუშაობს სინამდვილეში. MEASURED LAYER 04 რას აჩვენებს მონაცემი. DEVIATION - 00 SECTION X / INVESTIGATION TIMELINE როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკა 01 კომპანიის გარე კვლევა ჯერ შორიდან ვსწავლობ კომპანიას. ბაზარს, პროდუქტს, კომუნიკაციას, ვებსაიტს, რეკლამებს და კონკურენტებს. 02 დამფუძნებელთან / CEO-სთან შეხვედრა როგორ ხედავს საკუთარ ბიზნესს, სად ხედავს პრობლემას და რისი მიღწევა უნდა. 03 ხელმძღვანელები ვსწავლობ როგორ მუშაობს თითოეული მიმართულება მათი პერსპექტივიდან. 04 შუა რგოლი და ფრონტი იგივე პროცესს გავდივარ ადამიანებთან, რომლებიც ამ სისტემაში ყოველდღიურად მუშაობენ. 05 რეალური პროცესის დაკვირვება ვაკვირდები რეალურ სამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში თვითონაც ვერთვები პროცესში - რათა პრობლემა მხოლოდ არ მოვისმინო. 06 მტკიცებულებების გადამოწმება ვადარებ ნათქვამს, მონაცემს და რეალურ ქცევას. 07 ძირეული მიზეზები არ ვჩერდები პირველივე აღმოჩენილ პრობლემაზე. სიმპტომი და მიზეზი ერთი და იგივე არ არის. 08 მეორე საუბარი CEO-სთან მთავარი კითხვა ხდება: სად უნდა მივიდეს ეს ბიზნესი რეალურად? 09 დიაგნოსტიკა იქმნება სრული სურათი. 10 ცვლილების გეგმა რა უნდა შეიცვალოს. რატომ. რა თანმიმდევრობით. SECTION XI / ROOT CAUSE MAP სიმპტომი მიზეზი CLAIM „გაყიდვების გუნდი follow-up-ს არ აკეთებს“ ეს ჯერ დიაგნოზი არ არის. CAUSE 01 არ არსებობს სტანდარტი. CAUSE 02 არ არსებობს პასუხისმგებელი. CAUSE 03 არ არსებობს დავალება. CAUSE 04 არ არსებობს მენეჯერული კონტროლი. CAUSE 05 ლიდები არასწორად ნაწილდება. CAUSE 06 თანამშრომელს ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს. CAUSE 07 სუსტი მომზადება. CAUSE 08 არასწორი ინსტრუმენტები. SECTION XII / OUTPUT რას იღებს კომპანია დიაგნოსტიკის შემდეგ DOC 01 Executive Summary რა მუშაობს კარგად. რა არის მთავარი პრობლემა. სად არის შესაძლებლობა. BUSINESS REALITY · CONFIDENTIAL DOC 02 Full Diagnostic Sales · Marketing · Management. მტკიცებულებები და დაკვირვებები. Reality Gaps. BUSINESS REALITY · CONFIDENTIAL DOC 03 Priority Map ყველა პრობლემა ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის. ვყოფთ მათ პრიორიტეტებად. BUSINESS REALITY · CONFIDENTIAL DOC 04 Transformation Roadmap რა უნდა გაკეთდეს ახლა და რა შემდეგ. რისი ავტომატიზაციაა შესაძლებელი. როგორ გაიზომოს შედეგი. BUSINESS REALITY · CONFIDENTIAL SECTION XIII / BOUNDARIES ეს არ არის თეორიული კონსალტინგი თანამშრომლების ინსპექცია მოტივაციური შეხვედრები CRM-ის გაყიდვის საბაბი შაბლონური მეთოდოლოგია მე ჯერ პრობლემას ვსწავლობ. შემდეგ მიზეზს. და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტას. PORTRAIT / 001 TBILISI · FIELD NOTES SECTION XIV / FOUNDER რატომ ვაკეთებ ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლამ ერთი რამ დამანახა: ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები საერთოდ არ არის დამალული. ისინი ყოველდღე ყველას თვალწინ ხდება. უბრალოდ ორგანიზაცია იმდენად ეჩვევა საკუთარ ყოველდღიურობას, რომ მათ დანახვას წყვეტს. ჩემი საქმე სწორედ ამ რეალობის დანახვაა. 01 ვუსმენ სხვადასხვა მხარეს. 02 ვამოწმებ ფაქტებს. 03 ვაკვირდები რეალურ პროცესს. 04 ვაკავშირებ პრობლემებს, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან კავშირში არ არის. 05 და რთულ სურათს ვაქცევ მარტივად გასაგებ გადაწყვეტილებებად. დავით კიკვაძე SECTION XV / QUALIFICATION ეს სერვისი ყველა კომპანიისთვის არ არის. თუ მხოლოდ იმის დადასტურება გინდა, რომ ყველაფერი სწორად გაქვს, ალბათ ვერ დაგეხმარები. თუ მზად ხარ რეალურად ნახო: 01 რა მუშაობს. 02 რა არ მუშაობს. 03 რატომ არ მუშაობს. 04 და რა უნდა შეიცვალოს. მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ. FINAL / START ჯერ გავიგოთ, როგორ მუშაობს შენი ბიზნესი რეალურად. შეავსეთ ფორმა. პასუხს პირადად ვწერ. 01 სახელი და გვარი 02 კომპანია 03 პოზიცია 04 ტელეფონი 05 ელ. ფოსტა 06 რას ცდილობთ ახლა შეცვალოთ კომპანიაში? მინდა რეალური სურათი BUSINESS REALITY დავით კიკვაძე 2026 ხშირად დასმული კითხვები რა არის BUSINESS REALITY? ეს არის ბიზნესის საგამოძიებო დიაგნოსტიკა, რომელსაც პირადად ვატარებ - დავით კიკვაძე. ვიკვლევ, როგორ მუშაობს რეალურად კომპანიის გაყიდვები, მარკეტინგი და მენეჯმენტი: არა ანგარიშების მიხედვით, არამედ რეალურ პროცესზე დაკვირვებით. რითი განსხვავდება ეს ჩვეულებრივი კონსალტინგისგან? თეორიულ რეკომენდაციებს არ ვწერ. კვლევის მიზანია აღმოჩნდეს განსხვავება კომპანიის რეალობის ოთხ ვერსიას შორის: INTENDED - როგორ უნდა მუშაობდეს, DESCRIBED - როგორ აღწერს მენეჯმენტი, OBSERVED - როგორ მუშაობს სინამდვილეში, MEASURED - რას აჩვენებს მონაცემი. რომელ მიმართულებებს იკვლევ? სამს, როგორც ერთ სისტემას: გაყიდვები (ლიდის შემოსვლა, პასუხის სიჩქარე, კვალიფიკაცია, follow-up, pipeline), მარკეტინგი (რეკლამის მონაცემები, SEO, ვებსაიტი და conversion path, ლიდების წყაროები, ატრიბუცია, CRM) და მენეჯმენტი (პასუხისმგებლობა, კონტროლი, უკუკავშირი, გადაწყვეტილებები, ინფორმაციის მოძრაობა). ცალკე ვიკვლევ დეპარტამენტებს შორის კავშირებს - პრობლემა ხშირად დეპარტამენტში არ არის, ის კავშირებშია. როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკა? ეტაპები: კომპანიის გარე კვლევა (ბაზარი, პროდუქტი, კომუნიკაცია, ვებსაიტი, რეკლამები, კონკურენტები); პირველი საუბარი დამფუძნებელთან ან CEO-სთან; მენეჯმენტისა და თანამშრომლების ინტერვიუები, რეალურ პროცესზე დაკვირვება და მონაცემების შემოწმება; მეორე საუბარი CEO-სთან; დიაგნოსტიკა; ცვლილების გეგმა. თანამშრომლების შემოწმებაა ეს? არა. პრინციპი მკაცრია: მე ვიკვლევ პროცესს და არა ადამიანს. ინტერვიუში კითხვები შეფასებითი არ არის - ისინი აღწერითია: რას აკეთებს, როგორ, რა ხდება შემდეგ, ვის გადასცემს, სად იღებს ინფორმაციას, რა ხდება როცა გეგმა ირღვევა. რას ვიღებ შედეგად? Executive Summary - რა მუშაობს, რა არის მთავარი პრობლემა, სად არის შესაძლებლობა; Full Diagnostic - Sales, Marketing, Management, მტკიცებულებებით და Reality Gaps-ით; Priority Map - პრობლემების პრიორიტეტიზაცია; Transformation Roadmap - რა გაკეთდეს ახლა, რა შემდეგ და როგორ გაიზომოს შედეგი. ყველა დოკუმენტი კონფიდენციალურია. რა არ შედის ამ სერვისში? თეორიული კონსალტინგი, თანამშრომლების ინსპექცია, მოტივაციური შეხვედრები, CRM-ის გაყიდვის საბაბი და შაბლონური მეთოდოლოგია. ვისთვის არ არის ეს კვლევა? თუ მიზანი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ ყველაფერი სწორადაა, ეს კვლევა არ დაეხმარება. სერვისი მათთვისაა, ვისაც სურს ნახოს: რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს და რა უნდა შეიცვალოს. სად მუშაობ და რა ენაზე? ვმუშაობ თბილისიდან, საქართველოში. კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. როგორ დავიწყოთ? საიტის კონტაქტის ფორმით: სახელი და გვარი, კომპანია, პოზიცია, ტელეფონი, ელ. ფოსტა და პასუხი კითხვაზე „რას ცდილობთ ახლა შეცვალოთ კომპანიაში?“. პასუხს პირადად ვწერ.